logo_geo
eng_logo
გელა ნიკოლაიშვილი: დანაშაულებრივი სისტემა შეიქმნა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, მისი უშუალო ჩართულობით
- +

27 დეკემბერი. 2021. 01:25

 

„არაობიექტურად ჩატარებული არჩევნები, არაადამიანური პირობები ციხეებში, არაობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, არასამართლიანი სასამართლო, ქონებების წართმევები, ქუჩაში ჩაცხრილვები და ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს იყო სწორი. დღეს ამოდიან სააკაშვილის ადვოკატები, რომლებიც იმ დროს პროკურორები იყვნენ აკრიტიკებენ დღევანდელ პროკურატურას“, - ამის შესახებ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„სააკაშვილის ორ საქმეზე, რომელიც უკვე დამთავრებულია, სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი არ წასულა. ხომ ამბობენ რო გადაწყვეტილებები უსამართლოა, მტკიცებულებები არ არის და ა.შ. ამას წინ რა ედგა? დანაშაულებრივი სისტემა შეიქმნა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, მისი უშუალო ჩართულობით. გელაშვილის ცემის ფაქტზე საუბრობდა ნინო ბურჯანაძე და თქვა, რომ როგორ შეიძლება სააკაშვილს ეს ყველაფერი არ სცოდნოდა, როდესაც შენობებისთვის საღებავის ფერსაც კი მას უთანხმებდნენ“, - განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner