logo_geo
eng_logo
ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე: თემურ ალასანიას საერთაშორისო კრიმინალურ ბიზნესში ჩართულობაზე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს
- +

27 დეკემბერი. 2021. 01:46

 

„თემურ ალასანიას საერთაშორისო კრიმინალურ ბიზნესში ჩართულობაზე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

კითხვაზე თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის მხოლოდ მრჩეველია, თუ მის პარტიასაც უწევს დოტაციას, არეშიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ მისთვის უცნობია.

 

„რამდენადაც ვიცი, თემურ ალასანია წლების განმავლობაში თავის ინტერესებზე მუშაობდა. ვერ გეტყვით, პირადად ბიძა აძლევს თუ არა ძმისშვილს ფულს, მაგრამ ის, რომ თემურ ალასანია ბევრად უფრო წონიანი ფიგურაა, საერთაშორისო ჩრდილოვან ბიზნესში, ეს ფაქტია“, - განაცხადა არეშიძემ.

 

მისივე თქმით, იარაღის საერთაშორისო ბიზნესთან დაკავშირებით, 2010-11 წწ-ში ამერიკის სენატში კვლევა იყო წარდგენილი, სადაც არაერთი ცნობილი გვარი ფიგურირებდა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთია დასჯილი. არეშიძემ აღნიშნა, რომ თემურ ალასანია კი აღნიშნულ ანგარიშში მოხსენიებულ პირებთან ახლო ურთიერთობაში იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner