logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე: დასუფთავების მოსაკრებელი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის უცვლელი რჩება
- +

27 დეკემბერი. 2021. 19:14

 

 

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში დასუფთავების მოსაკრებელი მხოლოდ ბიზნესსექტორისთვის და დაწესებულებებისთვის იზრდება, საყოფაცხოვრებო სექტორისთვის კი - უცვლელი რჩება. ამის შესახებ მან დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

 

ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ მიმართულებით, ბიზნესექტორის სუბსიდირებაში, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი იხარჯება, რაც სწორი არ არის. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს შემოაქვს ინიციატივა, აღნიშნული სექტორისთვის დასუფთავების მოსაკრებლის 1 კუბურ მეტრზე 15-დან 25 ლარამდე გაზრდის შესახებ.

 

„დასუფთავების მოსაკრებლის ზრდასთან დაკავშირებით, ბევრი განცხადება გაკეთდა. ტარიფი იზრდება ბიზნესსექტორისთვის და დაწესებულებებისთვის. ეს არ ეხება საყოფაცხოვრებო სექტორს. კომერციული ანუ არასაყოფაცხოვრებო, ბიზნესსექტორის მომსახურება „თბილსერვის ჯგუფს“ უფრო მეტი უჯდება - დაახლოებით, 60-70%, ვიდრე მოსახლეობის, ანუ საყოფაცხოვრებო სექტორის მომსახურება. ამჟამად, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი არის ბიზნესსექტორის სუბსიდირებული ნაწილი. ეს არის მუნიციპალიტეტის დაფინანსება - მოქალაქეების მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხის ნაწილი. სწორად არ მიგვაჩნია, რომ სუბსიდირება მუდმივად გაგრძელდეს. შესაბამისად, შემოვიტანეთ ინიციატივა, რომ დასუფთავების მოსაკრებელი 1 კუბურ მეტრზე 15-დან 25 ლარამდე გაიზარდოს“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner