საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს თქმით, გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა.
მისი თქმით, ბოლო თხუთმეტი წელიწადი, შესაძლოა ცოტა მეტიც, საქართველოში რიგი ჯანდაცვის მინისტრი საერთოდ შეხებაში არ იყო ჯანდაცვასთან და ისე გახდნენ მინისტრები, ამიტომ მისივე განმარტებით, ამ საკითხს თავი უნდა დავანებოთ.
„თუ გაიხსენებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ბოლო თხუთმეტი წელიწადი, შესაძლოა ცოტა მეტიც, საქართველოში რიგი ჯანდაცვის მინისტრი საერთოდ შეხებაში არ იყო ჯანდაცვასთან და ისე გახდნენ მინისტრები. ასე რომ, ამ საკითხს თავი დავანებოთ. მოვისმინოთ ამ ადამიანისგან მისი ხედვა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, მის გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.