„გულდასაწყვეტი იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ის კახა კუჭავამ თავად მიიღო და მე მას მინდა მადლობა გადავუხადო, როგორც გუნდის წევრს და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, გაწეული საქმიანობისთვის“, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
„ჩვენ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ერთად ვიყავით, არჩევნებზე ერთად დავდიოდით. უბრალოდ, მას აქვს თავისი ხედვა, თავისი გეგმები. ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი და იმედი მაქვს კვლავ ვითანამშრომლებთ სხვა პროექტებში. ახალ თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მინდა წარმატება ვუსურვო. იგი არის უაღრესად კვალიფიციური, წესიერი, განათლებული კადრი და ჩვენი გუნდის ერთგული წევრი. მე მჯერა რომ იგი იქნება ეფექტური და წარმატებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.