„ოცნება, შენ რა გითხარი ადეიშვილის კადრი რომ შეინარჩუნე და მერე დააწინაურე“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„11.2012-12.2012 - საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურატურა.
12.2010-11.2012 - საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, საქართველოს მთავარი პროკურატურა.
02.2010-12.2010 - საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურატურა.
08.2009-02.2010 - საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურატურა.
01.2009 - 08.2009 - ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი, გენერალური პროკურატურა.
11.2007 - 11.2008 - ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი, გენერალური პროკურატურა.
გამოიცანით ეს ვისი cv გახლავთ? ლონდა თოლორაია! ოცნება, შენ რაგითხარი, ადეიშვილის კადრი რომ შეინარჩუნე და მერე დააწინაურე! ახია! სასწრაფოდ მოაცილეთ ეს ჯალათი სტრუქტურას!“ - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფასთან დაკავშირებული ცვლილებების პაკეტი დაინიცირდა.
ლონდა თოლორაიამ დღეს არ უპასუხა კითხვას, თუ ვინ გადასცა მას კანონპროექტი, რომელიც ამჟამად მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წევრებს აქვთ დაგზავნილი.