logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მედიკამენტების ბაზარს დავარეგულირებთ, კიდევ უფრო გავხსნით და გავამარტივებთ ხარისხიანი მედიკამენტების იმპორტს იმისთვის, რომ მოსახლეობას უფრო ფართო არჩევანი ჰქონდეს და ნაკლები გადაიხადონ ჯიბიდან
- +

28 დეკემბერი. 2021. 00:22

 

 

„მედიკამენტების ბაზარს დავარეგულირებთ, კიდევ უფრო გავხსნით და გავამარტივებთ ხარისხიანი მედიკამენტების იმპორტს იმისთვის, რომ მოსახლეობას უფრო ფართო არჩევანი ჰქონდეს და ნაკლები გადაიხადონ ჯიბიდან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მედიკამენტების ფასების დარეგულირებაზე საკუთარი მოსაზრებები ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო და მათგანაც საინტერესო მოსაზრებები მოისმინა.

 

„მედიკამენტების ფასები რომ გაზრდილია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მე მქონდა აბსოლუტურად ღია და გულწრფელი საუბარი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან. ბაზრის  ყველა მსხვილი მოთამაშე მოვიწვიეთ, მათ ღიად ვესაუბრე, ვუთხარი, რომ ეს არის ჩვენი სურვილი. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე მათგანაც და ახლა, როგორც კი ახალი მინისტრი შევა, მაქვს უკვე დაგეგმილი ორი-სამი ისეთი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მედიკამენტების ფასებს. ბაზარს დავარეგულირებთ, კიდევ უფრო გავხსნით, კიდევ უფრო გავამარტივებთ ხარისხიანი მედიკამენტების იმპორტს, რომ მოსახლეობას უფრო ფართო არჩევანი ჰქონდეს, ეს ერთი და მეორე, ნაკლები გადაიხადონ ჯიბიდან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner