logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მთელი ქვეყნის გენერალური გეგმის გაკეთება არის ჩემი დიდი ამოცანა და ოცნება, დავავალე, საუკეთესო გერმანული და სხვა ევროპული კომპანიები მოვიწვიოთ და შევუკვეთოთ დოკუმენტის შექმნა, ის უნდა იყოს სახელმძღვანელო, როგორი უნდა იყოს ჩვენი ულამაზე
- +

28 დეკემბერი. 2021. 01:03

 

 

„მოგეხსენებათ, მე დავიწყე ურბანული განახლების პროგრამები; ყველა მუნიციპალიტეტში ვქმნით ევროპული ტიპის ცენტრებს, როგორც ევროპაში გინახავთ; ჩემი ერთ-ერთი დიდი ოცნება გითხარით - მე უბედნიერესი ვიქნები, თუ სიღარიბის დაძლევაში მნიშვნელოვან წვლილს შევიტან და მეორე, მინდა, რომ ამ 3 წელიწადში დავტოვოთ და გავაკეთოთ ის დოკუმენტი მთავრობამ, რაც ეხება ქვეყნის გენერალური გეგმის შემუშავებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნით მოწვეული იქნება საუკეთესო ევროპული კომპანიები, რათა შეიქმნას ქვეყნის განვითარების გენერალური გეგმა, რაც სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება.

 

„მე ეს ოცნება მქონდა ჯერ კიდევ პირველი პრემიერობის დროს, 2015-ში დავავალე კიდევაც ეკონომიკის მაშინდელ მინისტრს და სამინისტროს ამის შემუშავება. მქონდა ხედვა, მოგვეწვია გერმანული კომპანია, რადგან გერმანელები ყველაზე მაგრები არიან. ყველას გაგვჩენია სურვილი, როდესაც მიდიხარ ევროპაში, ხედავ, როგორ კარგად არის გააზრებული, დაგეგმილი, დაპროექტებული. ეს არის მასტერპლანი. მთელი ქვეყნის მასტერპლანის, ანუ გენერალური გეგმის გაკეთება არის ჩემი დიდი ამოცანა და ოცნება.

 

უკვე დავავალე, ვიწყებთ ამაზე მუშაობას, რომ დაიგეგმოს, დაპროექტდეს თითოეული ქალაქი, მუნიციპალიტეტის, სოფლების დონეზე, რომ არ იყოს ქაოსი, სად უნდა იყოს ინდუსტრიული ზონა, სად პორტები, თუ რკინიგზა სად უნდა გადიოდეს, ეს ყველაფერი კარგად უნდა დაიგეგმოს. ჩვენ, ქართველები ჩვენი რესურსით ამას ვერ გავაკეთებთ. ამიტომ, დავავალე, საუკეთესო კომპანიები მოვიწვიოთ, 2-3 გერმანული კომპანია, სხვა ევროპული კომპანიები, რომლებიც ყველაზე მაგრები არიან და შევუკვეთოთ ქვეყნის მასტერპლანის დოკუმენტის შექმნა. ეს უნდა იყოს სახელმძღვანელო, რომ არ იყოს ქაოსური. მერებს გაუადვილდებათ მუშაობა, სამინისტროებს, ყველას ექნება გზამკვლევი და რეალურად, ქვეყანას ექნება ხედვა, როგორი უნდა იყოს ჩვენი ულამაზესი ქვეყანა. ისეთი ლამაზი ქვეყანა გვაქვს, ამას სჭირდება კარგი მოვლა-პატრონობა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner