„კუბური მეტრი გაზის ფასი 1800$ ზეა ასული მაშინ, როცა საქართველოს სტაბილურად მოეწოდება გაზი მეზობელი სახელმწიფოებისგან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს შენარჩუნება, გაძლიერება და განმტკიცება სჭირდება, რაც მხოლოდ გონივრული პოლიტიკით და პრაგმატული და პროგნოზირებადი პოლიტიკოსების მეშვეობით არის შესაძლებელი.
„ნახეთ, რა ხდება ევროპაში, როგორი სიტუაციაა, საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა იგივე უკრაინასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ბრიუსელში ვიყავი და იქ ბუნებრივია, მოვისმინე შეშფოთებები და განწყობები, რომელიც ევროპაში არსებობს. იგივე, გაზის ფასი რომ ავიღოთ, 1800$ ზე არის ასული კუბური მეტრი გაზი, მაშინ, როცა საქართველოს სტაბილურად მოეწოდება გაზი მეზობელი სახელმწიფოებისგან. ამ ყველაფერს შენარჩუნება, გაძლიერება და განმტკიცება სჭირდება. ეს შესაძლებელია მხოლოდ გონივრული პოლიტიკით და პრაგმატული და პროგნოზირებადი პოლიტიკოსების მეშვეობით და არა არაპროგნოზირებადი, ავანტიურისტი და არასტაბილური ადამიანების პირობებში“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.