logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მეორე ტური რომ დავამთავრე, შევწყვიტე საუბარი ოპონენტებზე, არ მაინტერესებს არავინ, თუ საქმეზე დამელაპარაკებიან, ყველა ადამიანს გავცემ პასუხს
- +

28 დეკემბერი. 2021. 01:40

 

 

„მე ამ ადამიანზე შევწყვიტე საჯარო კომენტარების კეთება. მანამდე ვაკეთებდი კომენტარს და მანამ მაინტერესებდა, სანამ ეს ადამიანი უქმნიდა საფრთხეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და მომავალს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს სახელმწიფო იმაზე მეტად ძლიერია, ვიდრე იყო არჩევნებამდე.

 

„ჩვენი ხელისუფლებაც გამყარდა, სახელმწიფო გამყარდა, გაძლიერდა. არა თუ ეს ადამიანი, არამედ ვერავინ ვერ შეუქმნის პრობლემას, საფრთხეს ჩვენს ქვეყანას და თუ ვინმე გაბედავს, ნებართვას არ შევეკითხებით არავის. კანონი ყოველთვის აღსრულდება ყველას მიმართ, ვინც არ უნდა იყოს ის. დანარჩენი, მე უამრავი საქმე მაქვს, არ მცალია პატიმრებზე ვილაპარაკო და ვიფიქრო. სამარცხვინოა ის სიტუაცია, რომელიც ხდება. მე ვგეგმავ, რომ ჩემი დღის წესრიგი მქონდეს და მაქვს კიდევაც, არჩევნების დღიდან, მეორე ტური რომ დავამთავრე, შევწყვიტე საუბარი ოპონენტებზე, არ მაინტერესებს არავინ, თუ საქმეზე დამელაპარაკებიან, ყველა ადამიანს გავცემ პასუხს“, -  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner