logo_geo
eng_logo
მსოფლიოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
- +

28 დეკემბერი. 2021. 20:38

 

„მსოფლიოში დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდი დაფიქსირდა“, - ამის შესახებ Bloomberg სხადასხვა ქვეყნის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 27 დეკემბერს მედიკოსებმა მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ის 1,44 მილიონი შემთხვევა გამოავლინეს.

 

ახალ რეკორდს მეცნიერები „ომიკრონის“ გავრცელებით ხსნიან. ამასთან, ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე ყოველდღიურად გარდაცვლილთა რიცხვი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

 

საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევათა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner