logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა
- +

31 დეკემბერი. 2021. 13:52

 

 

„საქართველოს პრეზიდენტმა 14 მსჯავრდებული შეიწყალა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა 2021 წლის 31 დეკემბერს გამოსცა.

 

„საქართველოს პრეზიდენტმა 14 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 9 მსჯავრდებული პენიტენცირ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 1 მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელი, დარჩენილი 4 მსჯავრდებული შეწყალებულია სხვადასხვა სახის სასჯელისაგან, როგორიცაა პირობითი სასჯელის შემდგომი მოხდა, პირობითი სასჯელის ვადის შემცირება, შინაპატიმრობის სასჯელისგან გათავისუფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვისგან გათავისუფლება.

 

შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა 2021 წლის 31 დეკემბერს გამოსცა“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner