logo_geo
eng_logo
პროკურატურის თანამშრომლები საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ
- +

31 დეკემბერი. 2021. 17:46

 

 

„პროკურატურის თანამშრომლები წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ“, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სტუმრებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს დამდეგი ახალი, 2022 წელი მიულოცეს და საჩუქრები - საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასურსათო პროდუქტი და ტკბილეული გადასცეს.

 

„საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს არაერთხელ ესტუმრნენ და მსგავსი სახის აქცია მომავალშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner