„პროკურატურის თანამშრომლები წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ“, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სტუმრებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს დამდეგი ახალი, 2022 წელი მიულოცეს და საჩუქრები - საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასურსათო პროდუქტი და ტკბილეული გადასცეს.
„საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს არაერთხელ ესტუმრნენ და მსგავსი სახის აქცია მომავალშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.