„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი არქიტექტორის და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, გიორგი ბათიაშვილის გარდაცვალების გამო“, - ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სამძიმრის წერილში.
„განუზომელია ის დამსახურება, რომელიც მას ჩვენი დედაქალაქის და მისი ისტორიული იერსახის აღდგენა-შენარჩუნებაში მიუძღვის.
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი გიორგის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს“, -ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.