logo_geo
eng_logo
ახალი წლის დღეებში კვებითი ინტოქსიკაციის 41 და ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 232 შემთხვევა დაფიქსირდა
- +

2 იანვარი. 2022. 23:48

 

 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში საქართველოს მასშტაბით კვებითი ინტოქსიკაციის 41 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

მათივე ცნობით, თბილისში დაფიქსირდა 12 შემთხვევა, მათგან ჰოსპიტალიზირებულია სამი პაციენტი.

 

რაც შეეხება რეგიონებს, როგორც საქართველოს პირველ არხს ცენტრიდან აცნობეს, რეგიონებში კვებითი ინტოქსიკაციის 29 ფაქტი გამოვლინდა, ჰოსპიტალიზირებულია 12 პაციენტი.

 

ამასთან, ახალი წლის დღეებში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 232 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან თბილისში 97, რომელთაგან ჰოსპიტალიზირებულია 20 პაციენტი. რეგიონში გამოვლენილია ინტოქსიკაციის 134 შემთხვევა, ჰოსპიტალიზირებულია 40 პაციენტი.   

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner