„ქვეყანაში ვაქცინების მარაგი საკმარისია და ასევე იგეგმება დამატებითი დოზების ვაქცინის შემოტანა. ახლა ჩვენ გვჭირდება ორიენტირება pfizer-ის ვაქცინაზე და ასეთია შეკვეთებიც, რომელიც საქართველოში ვაქცინების რაოდენობას უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს წევრმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ რაოდენობა ქვეყანაში საკმარისია. ამ ვაქცინების ვადა გაცილებით ხანგრძლივია ამიტომ ამ მხრივ დამატებითი შესყიდვების აუცილებლობა არ არის. ყველა ადამიანს, რომელიც მიმართავს ვაქცინაციის კაბინეტს შეუძლია იყოს დარწმუნებული, რომ ის გაიკეთებს იმ ვაქცინას, რომელიც მისთვის უსაფრთხო და ვადიანია. ამ მხრივ ქვეყანას არანაირი დაბრკოლება არ აქვს“, - განაცხადა ივანე ჩხეიძემ.