logo_geo
eng_logo
თურქეთში საქართველოს ელჩი: საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას ე.წ. 3+3 პლატფორმის მომავალ შეხვედრაში, რომელიც თურქეთში გაიმართება
- +

3 იანვარი. 2022. 19:52

 

„თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, რომ საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას ე.წ. 3+3 პლატფორმის მომავალ შეხვედრაში, რომელიც თურქეთში გაიმართება“, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა თურქულ გამოცემა Daily Sabah-ს განუცხადა.

 

გიორგი ჯანჯღავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთსა და აზერბაიჯანს სტრატეგიულ პარტნიორებად განიხილავს, ხოლო სომხეთს ისტორიულ და კარგ მეზობლად.

 

„მაგრამ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს“, - განაცხადა თურქეთში საქართველოს ელჩმა.

 

მანამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი იმედოვნებს, რომ საქართველოც დაესწრება მომავალ შეხვედრას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner