„თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, რომ საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას ე.წ. 3+3 პლატფორმის მომავალ შეხვედრაში, რომელიც თურქეთში გაიმართება“, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა თურქულ გამოცემა Daily Sabah-ს განუცხადა.
გიორგი ჯანჯღავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთსა და აზერბაიჯანს სტრატეგიულ პარტნიორებად განიხილავს, ხოლო სომხეთს ისტორიულ და კარგ მეზობლად.
„მაგრამ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს“, - განაცხადა თურქეთში საქართველოს ელჩმა.
მანამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი იმედოვნებს, რომ საქართველოც დაესწრება მომავალ შეხვედრას.