„თუ კიდევ რამე განსაკუთრებული მუტაცია არ განიცადა და არ იქცა ძალიან ვერაგ შტამად, ომიკრონი“ გაცილებით უფრო დასუსტებული შტამია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ომიკრონი“ ისევე როგორც სხვა შტამები, იმუნიტეტს ქმნის.
„ვირუსული ინფექციებისთვის დამახასიათებელია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს არის ხოლმე ორი-სამი წელი, ისინი სუსტდებიან და იქცევიან ენდემიურ ვირუსებად. ამ ტიპის ტენდენცია ჩანს, მაგრამ მედიცინაში პროგნოზი ძალიან რთულია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.