logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: თუ კიდევ რამე განსაკუთრებული მუტაცია არ განიცადა და არ იქცა ძალიან ვერაგ შტამად, „ომიკრონი“ გაცილებით უფრო დასუსტებული შტამია
- +

3 იანვარი. 2022. 20:36

 

„თუ კიდევ რამე განსაკუთრებული მუტაცია არ განიცადა და არ იქცა ძალიან ვერაგ შტამად, ომიკრონი“ გაცილებით უფრო დასუსტებული შტამია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ომიკრონი“ ისევე როგორც სხვა შტამები, იმუნიტეტს ქმნის.

 

„ვირუსული ინფექციებისთვის დამახასიათებელია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს არის ხოლმე ორი-სამი წელი, ისინი სუსტდებიან და იქცევიან ენდემიურ ვირუსებად. ამ ტიპის ტენდენცია ჩანს, მაგრამ მედიცინაში პროგნოზი ძალიან რთულია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner