„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი კლინიკური მართვის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს და მკურნალობის პროტოკოლზე იმსჯელეს.
ძირითადი აქცენტი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატების დანერგვაზე გაკეთდა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კლინიკური მართვის ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრები რეგულარულ რეჟიმში გაგრძელდება.