logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ქუჩის პროტესტი, რომელიც კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია, მათი უფლებაა, თუმცა როგორც კი ვინმე გადააბიჯებს კანონს, მაშინვე იქნება ადეკვატური რეაგირება
- +

3 იანვარი. 2022. 22:08

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განაცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ უფლებაა, მიმართოს ქუჩის პროტესტს, რომელიც კანონმდებლობაში ჯდება.

 

მისი თქმით, თუ ვინმე კანონს გადააბიჯებს, შესაბამისი სტრუქტურების მიერ ამას მაშინვე ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.

 

„აქცია, ქუჩის პროტესტი, რომელიც კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია, მათი უფლებაა და პატივი უნდა ვცეთ, თუმცა როგორც კი ვინმე გადააბიჯებს კანონს, მაშინვე ადეკვატური რეაგირება იქნება შესაბამისი ორგანოების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner