logo_geo
eng_logo
12 იანვარს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება
- +

4 იანვარი. 2022. 23:28

 

 

„12 იანვარს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

„ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა მოვიწვიე, რათა განვიხილოთ ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, უკრაინაში და მის ირგვლივ განვითარებული ვითარება და სამხედრო საქმიანობასთან, ურთიერთგამჭვირვალობასა და რისკის შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner