„12 იანვარს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა მოვიწვიე, რათა განვიხილოთ ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, უკრაინაში და მის ირგვლივ განვითარებული ვითარება და სამხედრო საქმიანობასთან, ურთიერთგამჭვირვალობასა და რისკის შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.