აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ომიკრონი“ ვარიანტის გამო, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გაგრძელდება.
„ომიკრონი“ ძალიან გადამდები ვარიანტია, მაგრამ ბევრად განსხვავებულია, ვიდრე წინა ვარიანტები. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თავი. აიცერით. მიიღეთ გამაძლიერებელი დოზა. ატარეთ პირბადე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ს აქვს საკმარისი რაოდენობის გამაძლიერებელი დოზები აქვს, რათა მთელი ქვეყანა აცრას.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აშშ-ში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა „ომიკრონი“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.