„რუსეთმა სიტუაცია უნდა განმუხტოს და მინსკის შეთანხმებები შეასრულოს“, - განაცხადა უკრაინაში ვიზიტით მყოფმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.
„ჩვენ აქ ვართ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები მოჰყვება. რუსეთმა სიტუაცია უნდა განმუხტოს და მინსკის შეთანხმებები შეასრულოს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
დღეს ჟოზეფ ბორელი უკრაინაში ვიზიტით ჩავიდა. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ვიზიტი ხაზს უსვამს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იმ დროს, როდესაც ქვეყანას რუსეთის მხრიდან სამხედრო აქტიურობა და ჰიბრიდული ქმედებები ემუქრება.