logo_geo
eng_logo
ორბელიანების სასახლეში ხელოვან ზეინაბ ბარნოვის გამოფენა “ქართული დეტალი“ მოეწყო
- +

5 იანვარი. 2022. 20:04

 

ორბელიანების სასახლეში ხელოვან ზეინაბ ბარნოვის გამოფენა “ქართული დეტალი“ გაიმართა, რომელიც  ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და თანამედროვე კრეატიული ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა.

 

გამოფენა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს და ხელოვანს წარმატება უსურვეს.

 

ზეინაბ ბარნოვის გამოფენაზე ხევსურული ტანსაცმლის, თავსაბურავებისა და ქართული ჩიხტიკოპების ორიგინალებთან ერთად წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული ხელოვნების ნიმუშების დეტალების მოტივებზე შექმნილი და თანამედროვე ფორმებში მოქცეული - ბალიშები, სანათები, ჩანთები და ფოტოები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner