logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: საგამოძიებო კომისია არ არის კონკრეტული საგამოძიებო ფუნქციის ალტერნატივა
- +

5 იანვარი. 2022. 21:05

 

მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა.

 

„საგამოძიებო კომისია არ არის ალტერნატივა კონკრეტული საგამოძიებო ფუნქციის, რომელიც აქვს სპეციალურ სახელმწიფო დაწესებულებებს როგორიც არის პროკურატურა, ინსპექტორის სამსახური, შინაგან საქმეთა სამსახური და ა.შ. თუ კი წამებას აქვს ადგილი ეს გამოძიებული უნდა იქნეს, თუმცა მე ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება თითქოსდა სააკაშვილის მიმართ გამოყენებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტენ, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნება. კომისიის შექმნის შესახებ პროექტის ინიცირების უფლება აქვს, მათ შორის, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ს ანუ 30 დეპუტატს, ხოლო შექმნაზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის 1/3, შესაბამისად, საჭიროა 50 დეპუტატის მხარდაჭერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner