საბაჟო გამშვებ პუნქტში - „სარფი" შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ არადეკლარირებული ოქროს (289,97 გრ) და ვერცხლის (33,83 გრ) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 17333,83 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების (166,61 გრ) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი მცდელობა მებაჟე ოფიცრებმა 2 აგვისტოს სგპ „წითელი ხიდის" ტერიტორიაზე აღკვეთეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8662,86 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 8662,86 ლარის ოდენობით შეეფარდა.