logo_geo
eng_logo
ილია მეორე: დიდი განსაცდელი გამოვიარეთ და შეიძლება, კიდევ იყოს, მაგრამ გვახსოვდეს, რომ უფალი გვიფარავს
- +

7 იანვარი. 2022. 10:04

 

„გილოცავთ შობის დიდ დღესასწაულს, დღეს ცა და ქვეყანა ზეიმობს, დღეს ცა და ქვეყანა გალობს საგალობელს, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“, - ამ სიტყვებით მიმართა სრულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში შობის დღესასწაულზე შეკრებილ მრევლს.

 

როგორც პატრიარქმა ბრძანა, არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, მაგრამ კეთილი გაიმარჯვებს.

 

„გილოცავთ ქრისტესშობის დიდ დღესასწაულს. დღეს ცა და ქვეყანა ზეიმობს, დღეს ცა და ქვეყანა გალობს საგალობელს, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ უნდა ვადიდოთ უფალი და მშვიდობა იქნება ქვეყანასა ზედა და ადამიანთა შორის სათნოება და სიყვარული. დიდი განსაცდელი გამოვიარეთ ჩვენ და შეიძლება, კიდევ იყოს განსაცდელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ჩვენთან არს, უფალი გვიფარავს ჩვენ. არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, კეთილი გაიმარჯვებს. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა, სააქაოს და საიქიოს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა, ჩვენთან არის ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა.

 

სამების საკათედრო ტაძარში წუხელ საზეიმო წირვა ჩატარდა, რომლის დაწყებამდე შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner