სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი კახა შენგელია გამოიკითხა. საქმე ეხება კალათბურთის ფედერაციისა და ესპანურ კლუბ „სასკო ბასკონიას" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელზეც შენგელია აცხადებს, რომ კორუფციული ნიშნები იკვეთება.
სუსის ცნობით, მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.