logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: გიგი კალანდაძესთან დაკავშირებით ჩემი პოზიციაა ქართული მართლმსაჯულების მხარდაჭერა
- +

7 იანვარი. 2022. 19:58

 

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილის თქმით, გიგი კალანდაძესთან დაკავშირებით მისი პოზიციაა ქართული მართლმსაჯულების მხარდაჭერა.

 

როგორც მან აღნიშნა, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, გერმანიაში მყოფი კალანდაძის გადმოცემის მოთხოვნა გაჩნდა.

 

„ჩვენი სურვილი და მოლოდინია, რომ ყველა ადამიანი, ვის წინააღმდეგაც მიდის სისხლის სამართლის დევნა ან გამოსულია განაჩენი, მისი აღსრულება მოხდეს საქართველოში ან სასამართლო პროცესი გაიმართოს საქართველოში. ქართული სახელმწიფო ამ პროცესს მიჰყვება ნაბიჯ-ნაბიჯ. საბოლოო ჯამში, ყველა განაჩენი აღსრულდება და ყველა დამნაშავე დაისჯება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ გიგი კალანდაძე გერმანიაში, ბერლინში 2021 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. მაშინ, გენერალურმა პროკურატურამ გიგი კალანდაძის გერმანიაში დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების განცხადების თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავდა.

 

კალანდაძის განცხადებით, ის გუშინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება 2012 წლის ივლისში ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მიზნით დაკავებული პირის წამებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner