logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ჩაჩიბაია: ჩვენი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი - არც ერთ მესამე ძალას არ აქვს უფლება ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგოს
- +

8 იანვარი. 2022. 16:06

 

 

„ჩვენი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი - ვერც ერთ მესამე ძალას არ აქვს უფლება ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგოს“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ნატო-ს პოლიტიკა გააგრძელებს თავის არსებობას გაფართოებასთან დაკავშირებით და ჩვენ როგორც სუვერენული სახელმწიფო, ამ შემთხვევაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვიღებთ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ამ ალიანსის წევრი. ვერც ერთ მესამე ძალას არ აქვს უფლება შეეწინააღმდეგოს ან ვეტო დაადოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ნატო-ს წევრი ქვეყნების, რომელიც არ გადაიხედება“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

 

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ალიანსის პოზიცია ნატო-ს გაფართოებაზე უცვლელი და მტკიცეა. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ერთგულები რჩებიან ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების და მხარს უჭერენ უკრაინასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner