logo_geo
eng_logo
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი სოფელ ქვემო ახალსოფელში სასწრაფოს ეკიპაჟის დაგვიანებით მისვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას უარყოფს
- +

8 იანვარი. 2022. 16:40

 

 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გორში, სოფელ ქვემო ახალსოფელში მომხდარ სამწუხარო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„გვსურს, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ, გორში, სოფელ ქვემო ახალსოფელში მომხდარი სამწუხარო შემთხვევის შესახებ და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სასწრაფოს ეკიპაჟის შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

 

მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს, 21:18 საათზე, შემოვიდა გამოძახება - გორის მუნიციპალიტეტი სოფელი ქვემო ახალსოფელი.

 

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე იმყოფებოდა 21:40 საათზე. ხოლო 22:00 საათზე პაციენტი კლინიკა „გორმედში“ შეიყვანეს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner