logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: მორიგი დეზინფორმაციის წარმოდგენას ადამიანის სიკვდილთან დაკავშირებით იმისთვის, რომ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაეზარდათ
- +

8 იანვარი. 2022. 22:32

 

 

„როგორც ჩანს, ოპიზიციამ გაიგო იმის შესახებ, რომ დასკვნის შედეგად, რომელშიც მონაწილეობდა არა მხოლოდ სამხარაულის ექსპერტიზის წარმომადგენლები, არამედ „ტვ პირველისა“ და ლექსო ლაშქარავას ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი, დადგინდა, რომ ძალადობრივ ქმედებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 5 ივლისს, არანაირი კავშირი არ ჰქონდა ლაშქარავას გარდაცვალებასთან და გარდაცვალების რეალური მიზეზი იყო ზედოზირების კომპონენტი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„სწორედ აქედან გამომდინარე, მათ გამოიყვანეს ის პერიოდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის ამის შესახებ ახალი წლის შემდეგ ეცნობებინა. სავარაუდოდ, ოპოზიციამ გაიგო ამის შესახებ და შეეცადა არასწორი, მორიგი დეზინფორმაციის წარმოდგენას ადამიანის სიკვდილთან დაკავშირებით იმისთვის, რომ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაეზარდათ“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner