დადიანების უფლისწულის სასახლე, სადაც ულამაზესი სანახაობა, საშობაო მეჯლისი ჩატარდა, სულ ცოტა ხნის წინ ისე გამოიყურებოდა, როგორსაც ამ ფოტოებზე ხედავთ. ფოტომასალას ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია ავრცელებს.
„მთელმა საქართველომ ნახა გაჩახჩახებული უფლისწულის სასახლე, ულამაზასად მორთული მისი სამეჯლისო დარბაზი და ბრწყინვალედ გაფორმებული მისი ინტერიერი… თუმცა ისტორიისათვის რამდენიმე ფოტოს დავდებ. ამ ფოტოებზე კარგად ჩანს ეს დიდებული რეზიდენცია რეაბილიტაციამდე როგორ გამოიყურებოდა, რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ფონდმა “ქართუმ” სასახლეში რამდენიმე თვის წინ დაასრულა”, – წერს გიორგი კალანდია.