ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მეტი კვლევაა საჭირო იმის დასადგენად, უზრუნველყოფენ თუ არა არსებული ვაქცინები საკმარის დაცვას „ომიკრონი“ ვარიანტისგან.
„საჭიროა შემდგომი კვლევა, რათა უკეთ გავიგოთ „ომიკრონის“ პოტენციალი თავი აარიდოს ვაქცინით და ინფექციით გამომუშავებულ იმუნიტეტს და მისი სპეციფიკური რეაგირება ვაქცინაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დამატებითი მონაცემები „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობისა და აღნიშნულ ვარიანტზე მორგებული დოზების საჭიროების შესახებ უახლოეს კვირებში იქნება ხელმისაწვდომი.
10 იანვარს, ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებული ვაქცინა მარტში იქნება მზად.