„კობა ნაყოფიამ დაამთავრა სასწავლებელი, სადაც რეალურად კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული აგენტურა გადის“, - ამის შესახებ ექსპერტმა დავით ქართველიშვილმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
მისივე თქმით, სწორედ ეს ფაქტი შეიძლება ჩაითვალოს კობა ნაყოფიას ბიოგრაფიაში იმ ტრამპლინად, რომელმაც 2004 წელს დესანტად გადმოსვა იგი საქართველოში.
„კობა ნაყოფიამ რუსეთის დიპლომატიური აკადემიის უმაღლესი კურსები დაამთავრა. ეს არის სასწავლებელი, სადაც კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული აგენტურა გადის. სწორედ ეს ფაქტი შეიძლება ჩაითვალოს კობა ნაყოფიას ბიოგრაფიაში იმ ტრამპლინად, რომელმაც 2004 წელს დესანტად გადმოსვა იგი საქართველოში“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას კობა ნაყოფია შეცვლის, რომელიც აქამდე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდება. „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი იქნება. ნიკა მელია კი თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ზაალ უდუმაშვილს ჩაანაცვლებს.