logo_geo
eng_logo
რასმუსენი: საქართველო და უკრაინა NATO-ში უნდა მოვიწვიოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ნაწილების გარეშე
- +

11 იანვარი. 2022. 21:28

 

„რუსეთს ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან NATO-ს წევრები“, - ამის შესახებ NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

„მიმდინარე კვირაში ყველა შეხვედრაზე და ზაფხულში, მადრიდის NATO-ს სამიტზეც რუსეთს ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ ეს ორი ასპირანტი ქვეყანა, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან NATO-ს წევრები. ეს შეგვიძლია გერმანული მოდელით გავაკეთოთ. ჩვენ უნდა მოვიწვიოთ საქართველო და უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ნაწილების გარეშე. მადრიდის სამიტი დაადასტურებს აუცილებლად ღია კარის მიდგომას, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ ერთგულებას და შემდგომი გაფართოების მიმართ NATO-ს ურყევ და მტკიცე პოზიციას“, - განაცხადა რასმუსენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner