logo_geo
eng_logo
ანდერს ფოგ რასმუსენი: მინდა მივმართო ქართველ ხალხს, იყავით ამბიციურები და იცოდეთ, რომ მხოლოდ თქვენ გადაწყვეტთ, რომელ ორგანიზაციაში გაწევრიანება გსურთ
- +

11 იანვარი. 2022. 21:35

 

„მინდა მივმართო ქართველ ხალხს: იყავით ამბიციურები და იცოდეთ, რომ თქვენ და მხოლოდ თქვენ გადაწყვეტთ, რომელ ორგანიზაციაში გაწევრიანება გსურთ. გააგრძელეთ იმავე შემართებით და მონდობებით. NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას გადაწყვეტენ ალიანსის წევრები და საქართველო“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

 

„რუსეთის მოთხოვნები არის მიუღებელი - გათვალისწინებას არ ექვემდებარება მოსკოვის მოთხოვნა და ფიქრიც კი, რომ რუსეთს შეუძლია მეზობლების ნების ნაცვლად რამის გადაწყვეტა. თითოეულ ევროპულ სახელმწიფოს აქვს გარანტირებული უფლება, გადაწყვიტოს, თუ რომელ ალიანსთან იქნება აფილირებული და უსაფრთხოების რა მექანიზმებს მიმართავს. ამას რუსეთი ვერ გადაწყვეტს. რა უნდა გაკეთდეს? ახლა მთავარია, რომ NATO-მ და აშშ-მა ერთიანობის დემონსტრირება მოახდინონ. ერთადერთი ენა, რომელსაც რუსეთი პატივს სცემს, არის ძალა, სიმტკიცე და ერთიანობა. 2009 წელს NATO-ს გენერალურ მდივნად ჩემი არჩევისთანავე რუსეთმა წარმოადგინა ახალი შეთანხმების პროექტი ევროპის უსაფრთხოების შესახებ. ეს პროექტი ითვალისწინებდა ძალიან ბევრ ისეთ ჩანართს, რომელზეც პუტინი ახლა საუბრობს. ამიტომაც ჩემთვის პუტინის მოთხოვნები სიურპრიზი არ ყოფილა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთმა მოაწერა ხელი 1990 წლის ეუთოს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს ის ორგანიზაცია, სადაც მას გაწევრიანება სურს. ახლა მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ რუსეთი ვერასდროს მიიღებს იმის გარანტიას, რომ საქართველო და უკრაინა არ გაწევრიანდებიან NATO-ში. ალიანსის კარი ღიაა და რუსეთი კარისკაცი ვერ იქნება. მინდა მივმართო ქართველ ხალხს: იყავით ამბიციურები და იცოდეთ, რომ თქვენ და მხოლოდ თქვენ გადაწყვეტთ, რომელ ორგანიზაციაში გაწევრიანება გსურთ. გააგრძელეთ იმავე შემართებით და მონდობებით. NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას გადაწყვეტენ ალიანსის წევრები და საქართველო“, - აცხადებს რასმუსენი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner