გასულ კვირას შეერთებული შტატების საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოს განცხადებით, ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla 475 000 ავტომობილს უკან გამოიხმობს. მიზეზი უსაფრთხოების პრობლემა გახლავთ, რომელიც უკანა ხედვის კამერასა და საბარგულთან არის დაკავშირებული. მათი ცნობით, აღნიშნული პრობლემები საგზაო შემთხვევის ალბათობას ზრდიდნენ.
გარდა ამისა, შეერთებული შტატების საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია კიდევ ერთ პრობლემასაც განიხილავს. ისინი, მძღოლის დამხმარე სისტემის შემოწმების პარალელურად, კამერასთან დაკავშირებულ ხარვეზს ჯერ კიდევ იკვლევენ.
უკან გამოხმობა 2014-დან 2021 წლამდე წარმოებულ ელექტრომობილებს შეეხება. საინტერესოა, რომ დაახლოებით 200 000 ერთეულს გამოიხმობენ ჩინეთის ბაზარზეც. ჯერჯერობით Tesla მედიასთან კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს. მარეგულირებლის განმარტებით, აღმოჩენილ პრობლემას ჯერჯერობით არც ერთი ფატალური შემთხვევა არ გამოუწვევია.