logo_geo
eng_logo
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5.5 მილიონს გადააჭარბა
- +

12 იანვარი. 2022. 01:31

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5.5 მილიონს გადააჭარბა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 312 273 593 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 501 266 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 61 983 723 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 841 123 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner