logo_geo
eng_logo
ბილ გეითსი: „ომიკრონი“ შტამის ფართო გავრცელებამ ინფიცირების შემთხვევების შემცირება და კორონავირუს სეზონური დაავადების კატეგორიაში გადასვლა შეიძლება გამოიწვიოს
- +

12 იანვარი. 2022. 02:29

 

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის ფართო გავრცელებამ ინფიცირების შემთხვევების შემცირება და კორონავირუს სეზონური დაავადების კატეგორიაში გადასვლა შეიძლება გამოიწვიოს.

 

ბილ გეითსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ომიკრონი“ შტამის გავრცელება ამა თუ იმ ქვეყანაში სერიოზულ ზეწოლას ახდენს ჯანდაცვის სისტემებზე.

 

„მძიმე შემთხვევების უმეტესობა არავაქცინირებულ პირებში იქნება. „ომიკრონის“ წყალობით უამრავ ადამიანს იმუნიტეტი განუვითარდება, რომელიც, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში გაძლებს. როგორც კი ამა თუ იმ ქვეყანაში „ომიკრონი“ შტამით ინფიცირების აფეთქება ჩაივლის, ერთი წლის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების შემცირება დაფიქსირდება და კორონავირუსის, როგორც სეზონური გრიპის მკურნალობა შესაძლებელი გახდება. ადრე თუ გვიან იქამდე მივალთ, რომ ვაქცინაცია წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო“, - განაცხადა ბილ გეითსმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner