logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: ჯერ ფული ჩამოწერეს თაღლითურად, შემდეგ მოინდომეს პოლიტიკაში შემოსვლა იმისთვის, რომ დანაშაული ჩამოწერათ
- +

12 იანვარი. 2022. 20:54

 

 

„ჯერ ფული ჩამოწერეს თაღლითურად, შემდეგ მოინდომეს პოლიტიკაში შემოსვლა იმისთვის, რომ დანაშაული ჩამოწერათ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

 

„ფაქტია, რომ ისინი დამნაშავეები არიან კონრეტულ დანაშაულებრივ ქმედებაში, რაც დადასტურდა სასამართლოს მიერ. ისინი დღეიდან შეიძლება ხანდაზმულ თაღლითებად შეიძლება მოვიხსენიოთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner