logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე: ის, რომ მათ ფულის გათეთრება არ დაუმტკიცეს, მიუთითებს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, სამაგიეროდ დამტკიცდა, რომ ეს იყო წმინდა წყლის თაღლითობა
- +

12 იანვარი. 2022. 20:56

 

 

„ის, რომ მათ ფულის გათეთრება არ დაუმტკიცეს, კიდევ ერთხელ მიუთითებს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, სამაგიეროდ დამტკიცდა მტკიცებულებების საფუძველზე, რომ ეს იყო წმინდა წყლის თაღლითობა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ დასმულ კითხვაზე.

 

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სწორედ ამ საქმის გამო წავიდნენ პოლიტიკაში.

 

„ფაქტობრივად, სწორედ ამ საქმის გამო წავიდნენ ისინი პოლიტიკაში, რომ პოლიტიკური იმუნიტეტი გამოემუშავებინათ, თუმცა ისინი არც პოლიტიკოსები გამოვიდნენ და საბოლოო ჯამში, არც - პოლიტპატიმრები, რადგან ყველამ ვიცით რა გადაწყვეტილებაც მიიღო სასამართლომ. ის, რომ მათ ფულის გათეთრება არ დაუმტკიცეს, კიდევ ერთხელ მიუთითებს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, სამაგიეროდ დამტკიცდა მტკიცებულებების საფუძველზე, რომ ეს იყო წმინდა წყლის თაღლითობა“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

 

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner