logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დეპუტატის მხრიდან პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის არმიღება, უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობაა
- +

12 იანვარი. 2022. 21:39

 

 

„დეპუტატის მხრიდან პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის არმიღება, უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობაა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც დეპუტატი არ მონაწილეობს საპარლამენტო საქმიანობაში, ეს აზიანებს მათ ამომრჩეველს, რადგან მათი ამომრჩევლის ხმა არ ისმის საკანონმდებლო ორგანოში.

 

„როდესაც პარლამენტის წევრი არ მონაწილეობს საპარლამენტო ცხოვრებაში, შესაბამისად მისი ამომრჩევლის ხმაც არ ისმის პარლამენტში. უპირველეს ყოვლისა, ეს აზიანებს მათ ამომრჩეველს. მეორე მხრივ, ეს გახლავთ უპატივცემულობა დემოკრატიული ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში პარლამენტის უპატივცემულობა და ეს უკვე აჩვენებს, როგორია ამა თუ იმ პოლიტიკოსისა თუ გუნდის დამოკიდებულება დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტია სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობით უნდა დაკავდეს და მხოლოდ საგამოძიებო კომისიით არ შემოიფარგლოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner