logo_geo
eng_logo
ლაშა დარსალია: საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა სხვადასხვა დონეზე
- +

13 იანვარი. 2022. 23:55

 

„საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა სხვადასხვა დონეზე, რაც ნატო-ს გენერალური მდივნის და სხვადასხვა პარტნიორის მხრიდან საჯარო გზავნილებშიც აისახა“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, კომიტეტის დახურულ სხდომაზე მან ამ კომუნიკაციის შესახებ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა.

 

„დოკუმენტთან მიმართებით, რაც რუსეთმა გაავრცელა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია ხაზგასმული, ამით პრაქტიკულად რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვდა, აღიარებული ყოფილიყო ევროპის დაყოფა უსაფრთხოების ზონებად, კერძო ექსკლუზიური გავლენის სფეროებად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რასაც აყენებდა არის ის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები და მათ შორის, საქართველო არ უნდა გახდნენ ნატო- ს წევრები და ამაზე ვალდებულება უნდა აიღოს დასავლეთმა, რაც ცალსახად არის წინააღმდეგობაში საერთაშორისო სამართალთან, სუვერენიტეტის პრინციპთან და თავისთავად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს იყო ის საკითხი, რაზეც დასავლელ პარტნიორებთან გვქონდა პირველივე დღეებიდან კომუნიკაცია, როცა ეს პროცესები დაიწყო. საქართველო აქტიურ კომუნიკაციაში იყო ჩართული როგორც აშშ-თან, ასევე ნატო-ს 30- ვე წევრ ქვეყანასთან, აქტიურად მუშაობდნენ პარტნიორებთან საელჩოები, რათა საქართველოს საკითხები სათანადოდ ყოფილიყო ხაზგასმული და წამოწეული“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner