„ცირკულაციაში „ომიკრონის“ რაოდენობა 45%-დან ზემოთ მიდის. ალბათ ამ კვირის ბოლოს, ჩვენი გათვლებით, ის იქნება სადღაც 60%-მდე მთლიანად დადებითი შემთხვევების“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ახალი შტამის პირობებში „ბუსტერიზაცია“ ერთ-ერთი მთავარი დამცველი საშუალებაა.
„ახლა ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს ათასი შემთხვევა, 16% რეინფიცირება. აცრილებში მიდის ბევრად იოლად. „ბუსტერი“ ნამდვილად მუშაობს, ამიტომ „ბუსტერიზაცია“ ერთ-ერთი მთავარი დამცველი საშუალებაა. შედარებით უფრო მეტად ინფიცირდება ახალგაზრდა თაობა“, - განაცხადა გამყრელიძემ.