ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მცდარია მოსაზრება, თითქოს ომიკრონის შტამი შემსუბუქებულია. ალერგოლოგ-იმუნოლოგის განმარტებით, ქვეყნისთვის მომავალი თვენახევარი კოვიდ-კრიტიკული, რადგან ომიკრონი სწრაფად ვრცელდება და სტაციონარებში პაციენტების მოხვედრის რისკებიც ძალიან მაღალია.
პირბადის გამოყენების 80%- იანი მაჩვენებელი, საზოგადოებრივი თავშეყრისგან თავის არიდება, ბუსტერ დოზების გამოყენება და ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვა - მედიკოსების განცხადებით, ომიკრონის მძლავრად გავრცელებისგან და ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგებისგან, მოსახლეობას ნაცნობი რეკომენდაციები დაიცავს.
„ომიკრონი“ ისე არ არის, რომ კოვიდი დასუსტდა და არ არის მკვლელი ვირუსი. ის, როგორც გრიპის ვირუსი, დაახლოებით 1000 დაავადებულიდან 1-2 ადამიანის სიკვდილობას მაინც იწვევს, ამიტომ ჩვენ რაც უფრო მეტი ადამიანი გაგვიხდება ავად, სამწუხაროდ, იქნებიან გარდაცვლილებიც და ჰოსპიტალში მოხვედრილი ადამიანებიც. ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ არც ერთი წუთით - შემდგომი თვენახევარი, 2 თვე არის ძალიან კრიტიკული ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.